საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ
თებერვალი 9, 2026 2026-02-09 16:40საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე და რექტორის მოადგილე საფრენოსნო დარგში – გიორგი ინასარიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალურ საავიაციო აკადემიაში(National Aviation Academy) და აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში(Civil Aviation Administration of the Republic of Azerbaijan).
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საავიაციო განათლების განვითარების აქტუალური საკითხები, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე, მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები განათლებისა და კვლევების მიმართულებით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.
