Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა Tecnam P2006T ტიპის ორძრავიანი საჰაერო ხომალდი მიიღო

news-2
ანონსები / განცხადებები / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა Tecnam P2006T ტიპის ორძრავიანი საჰაერო ხომალდი მიიღო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საავიაციო პარკი იტალიური წარმოების ოთხადგილიანი, ორძრავიანი საჰაერო ხომალდით შეავსო, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს პროფესიონალი კომერციული ავიაციის პილოტთა მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული საჰაერო ხომალდი გამოყენებულ იქნება, როგორც, პროფესიონალ პილოტთა მომზადების კუთხით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში -სხვადასხვა კომერციული მიზნებისათვის.