Blog

უნივერსიტეტების დღე რუსთავში!

viber_image_2024-04-08_09-08-27-162
განცხადებები / სიახლეები

უნივერსიტეტების დღე რუსთავში!

  • 31 მარტს რუსთავის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა უნივერსიტეტების დღე, აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიც.
  • გამოფენის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვედროდნენ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და მათგან მიეღოთ მეტი ინფორმაცია ჩაბარების წესის, ფაკულტეტების, პროგრამების, სწავლის საფასურის დაფინანსების, სტიპენდიების და იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტები სთავაზობენ.
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა მცირე ზომის თვითმფრინავის სიმულატორი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა განახორციელეს ფრენები და მიიღეს სიმბოლური საჩუქრები ჩვენი უნივერსიტეტისგან.