საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე
ივნისი 17, 2025 2025-06-17 17:29საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე
✈️📣საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1. საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A);
1.2. საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H);
1.3. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1);
1.4. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2);
1.5. აეროდრომების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
1.6. მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება (B3);
1.7. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3);
1.8. რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიულ ტექნიკური მომსახურება (A1).
📂საბუთების მიღება იწარმოებს: 2025 წლის 5 ივნისიდან 2025 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
👇წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ქსეროასლი;
დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4 და CD-ზე ჩაწერილი ელექტონული ვერსია;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
ვ)ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა: – პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).
📝საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის (შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში) ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 8 ივლისა.
📚სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.