საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორმა – დავით ალანიამ ბიშკეკში პროფილირების მეთოდებზე ტრენინგი ჩაატარა
ნოემბერი 5, 2026 2026-11-05 14:18საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორმა – დავით ალანიამ ბიშკეკში პროფილირების მეთოდებზე ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორმა – დავით ალანიამ ბიშკეკში პროფილირების მეთოდებზე ტრენინგი ჩაატარა
🇬🇪 🇰🇬 26-28 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ალანიამ, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „საფრთხისშემცველი მგზავრების იდენტიფიცირების ტექნოლოგია პროფილირების მეთოდით და გამოკითხვის (ინტერვიუს) მეთოდები“.
🔹 სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფილირების თანამედროვე მიდგომები და გამოკითხვის პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გამოიყენება.
🔹 აღსანიშნავია, რომ დავით ალანიას სამეცნიერო კვლევის, სადოქტორო ნაშრომის, ძირითადი მიმართულება სწორედ აეროპორტებში საფრთხისშემცველი პირების პროფილირების მეთოდით იდენტიფიცირებაა.
ბიშკეკში გამართული ტრენინგი დავით ალანიას მორიგი საერთაშორისო ვიზიტია ექსპერტისა და ტრენერის სტატუსით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიულ გამოცდილებასა და საერთაშორისო ჩართულობას.
