საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორის დასახელდა!
ნოემბერი 10, 2026 2026-11-11 11:54საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორის დასახელდა!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორის დასახელდა!
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, პროფესორი ბიძინა აბესაძე მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა.
ბიძინა აბესაძე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორია. მისი სამეცნიერო საქმიანობა საავიაციო საკონსტრუქციო და კომპოზიტური მასალების კვლევას უკავშირდება.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ბიძინა აბესაძეს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს ახალ სამეცნიერო მიღწევებსა და წარმატებებს!