სტუდენტებისათვის, რომლებმაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია დაიწყება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბოლოო სიების გამოქვეყნებისთანავე. რეგისტრაციის გასავლელად დაგჭირდებათ: სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი; სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე სურათის ელექტრონული ვერსია. ცნობა […]
Category Archives: სიახლეები
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა გთავაზობთ სტიპენდიებს საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩეხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მხარდასაჭერად. ზოგადი ინფორმაცია ჩეხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისთვის განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებზე სტიპენდიების გაცემა, ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აქვს დიდი ტრადიცია. 1950-იანი წლების ბოლოდან დღემდე, 20 000 – ზე მეტმა უცხოელმა მოქალაქემ […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე მოქმედმა საბაკალავრო პროგრამამ “ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის ავტომატიზებული სისტემები” 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.პროგრამის მიზნებია: კურსდამთავრებულს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ფრენის მართვის ავტომატიზებულ სისტემებზე, რომელიც შეძლებს კომპიუტერული მეცნიერების ტექნოლოგიური ნაწილისა და საავიაციო ტექნიკის სწრაფ და დინამიურად ცვლად გარემოში ორიენტირებას; მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებთან, ფრენის […]
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა შავსონ სპეციალური ფორმა. […]
ჩატარების დრო: 2020 წლის 23 აპრილი, 15:00 საათი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონფერენციის მიზანია ავიაციის სფეროზე კორონავირუსის ეფექტის ანალიზი, დარგის სპეციალისტების, სამთავრობო და ბიზნეს საზოგადოების ჩართულობით. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ, როგორც კორონომიკურ გამოწვევებზე, ასევე პოტენციურ შესაძლებელობებზე, როგორც მიმდინარე – კრიზისულ, ასევე – პოსტკრიზისულ პერიოდებში. ონლაინ კონფერენცია ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციის ორგანიზატორი და […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მუდამ იყო და იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშე საქართველო და მთელი მსოფლიო სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 5 ათასი ლარი გადარიცხა.
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, 11 მარტს ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელმა მირანდა თედეშვილმა ჩვენი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის ჩაატარა ვებინარი თემაზე „Elsevier-ის სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობები“, ვებინარს პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და პოსტდოქტორანტები. ტრენინგის თემა გახლდათ ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ […]
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა იხილეთ ცნობარი: http://ssu.edu.ge/images/2020—-1.pdf
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი) პროფესიული ჩვევების და კვალიფიკაციის პერიოდული შემოწმების, ასევე დაკავებულ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზანით ჩაუტარდებათ ატესტაცია. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს ატესტაციის ჩატარების დროის, პირობებისა და მოთხოვნების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ბრძანება N02-6/02 აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 41 პუნქტისა და […]
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა […]