Category Archives: სიახლეები

სტუდენტთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!

სასწავლო პროცესი (ლექციები) გაგრძელდება 27 დეკემბრის ჩათვლით. 28 დეკემბრიდან 2020 წლის 5 იანვრის ჩათვლით, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება. სწავლა განახლდება 6 იანვარს. ფინალური გამოცდები (გარდა პირველი კურსის მაგისტრებისა) დაიწყება 2020 წლის 20 იანვარს, პირველკურსელ მაგისტრებთან კი – 3 თებერვალს.

კონკურსის შედეგები

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში №02-6/02 18.09.2019 წლის ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი ღია კონკურსის გამარჯვებულები არიან: ფაკულტეტი მიმართულება/ქვემიმართულება აკადემიური თანამდებობა სახელი, გვარი საინჟინრო კომპიუტინგი/ინფორმატიკა ასოცირებული პროფესორი ანანიაშვილი ნათელა საინჟინრო კომპიუტინგი/ინფორმატიკა ასოცირებული პროფესორი მიქელაძე მაია

დოქტორანტების ვიზიტი ლიეტუვას საავიაციო ინსტიტუტში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დოქტორანტები მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე კვლევითი ვიზიტით ლიეტუვას ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტს ესტუმრნენ.მამუკა ზოიძე და ნიკა ტაბატაძე საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის დოქტორანტურის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულები არიან.კონკურსი სპეციალურად ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ტარდება და მათ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, ანტანას გუსაიტის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორებთან(იუსტას ნუგარას, დარიუშ რუდინკას), დოქტორანტებთან […]

საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტის პირველი დამოუკიდებელი ფრენა

საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯეკო ქევხიშვილმა პირველი დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა.უნივერსიტეტი ულოცავს ჯეკოს ამ პირველ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

„წიგნების თაროს“ მე-4 სტუდენტური სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მე-4 სტუდენტური სეზონისთვის. მსურველმა გუნდმა უნდა გაიაროს რამოდენიმე ეტაპი: საბაკალავრო ხარისხის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდი, 3 მოთამაშე, გადაცემის Facebook გვერდზე ან პირველი არხის ვებ გვერდზე. დარეგისტრირებულ გუნდთან მოეწყობა გასაუბრება რომლის შედეგადაც „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი გამოავლენს გადაცემაში […]

საწარმოო პრაქტიკები საავიაციო უნივერსიტეტში!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის მიმდინარეობს საწარმოო პრაქტიკები სხვადასხვა ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საქაერონავიგაციასა და სხვა სტრუქტურებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიებით. მათ შორის წელს პირველად საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები ავიაკომპანია MYWAY TECHNICS-ში გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.

რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა.  გახსნის ცერემონიალს წარუძღვა რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ბ-ნ ემზარ ბარბაქაძე. სექციების მუშაობა მიმდინარეობდა 28-29 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის […]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება.

იმდინარე წლის 28 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციაგაიმართება. კონფერენციის გახსნის ცერემონიალი იქნება 28 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი, VII სართული, საკოენფერენციო დარბაზში. ს სექციების იმუშავებს შემდეგნაირად: 28-29 მაისი, I სასწავლო კორპუსი, VII სართული, საკონფერენციო დარბაზი. აუდიტორია 227, II სასწავლო კორპუსი კინფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივნისს, 13 საათზე საქართველოს საავიაციო […]

პირველი სტენდური მოხსემენა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენეციაზე წარმოდგენილია რუსეთის ცენტრალურ აერო-ჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში (ФГУП ЦАГИ) მოღვაწე ჩვენი თანამემამულის ირაკლი კაჭარავას მოხსენება თემაზე „ავიაციის განვითარების ტენდენციები თანამედროვე საავიაციო მეცნიერების მდგომარეობიდან გამომდინარე“ (Тенденции развития авиации с точки зрения современного состояния авиацонной науки). ავტორი მოხსენებაში ეხება უაღრესად საინტერესო საკითხებს და დარწმუნებულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაებმებიან ავიაციის მომავლის შექმნის პროცესში. მოხსენება დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით:

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ახალი საგანამანათლებლო პროფესიული პროგრამა დაამატა

მიმდინარე წლის14 მაისს გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.  სხდომაზე განიხილებოდა საკითხი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ. საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მოიპოვა “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცა (CPL-A)” საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება!