

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ.

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე –
vet.ge – უნდა დაადასტურონ.

აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.

საბოლოო არჩევანის დადასტურება ჩარიცხვის პროცესის სავალდებულო ეტაპია. შესაბამისად, ყველა აპლიკანტმა არჩევანი დადგენილ ვადაში უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:

(032) 274 61 55

mail@ssu.edu.ge