Blog

სსუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ამსტერდამში გამართულ ღონისძიებაზე „ICAO EUR/NAT Regional Workshop on Aviation Training and Workforce Planning“

ფ
News / Uncategorized / სიახლეები

სსუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ამსტერდამში გამართულ ღონისძიებაზე „ICAO EUR/NAT Regional Workshop on Aviation Training and Workforce Planning“

   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტეფნაძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნიკა თიკანაშვილმა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეგიონალური დირექტორის ნიკოლას რალოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ამსტერდამში გამართულ ღონისძიებაზე „ICAO EUR/NAT Regional Workshop on Aviation Training and Workforce Planning“.
   ღონისძიება, რომელიც ICAO-სა და JAA Training Organisation-ის (JAA TO) თანამშრომლობით გაიმართა, აერთიანებდა სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელი უწყებების, ავიაკომპანიების, აეროპორტების, სასწავლო დაწესებულებების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს მასშტაბით.
  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებთან გამართეს სამუშაო შეხვედრები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და თანამედროვე საავიაციო განათლების განვითარების პროცესში აქტიურ ჩართულობას.