საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პარტნიორობით აკადემიური თავისუფლების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
ივლისი 18, 2026 2026-07-20 10:17საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პარტნიორობით აკადემიური თავისუფლების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პარტნიორობით აკადემიური თავისუფლების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
2026 წლის 15 ივლისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანამშრომლობით, განხორციელდა ტრენინგი: „აკადემიური თავისუფლება: პრინციპები, გამოწვევები და პრაქტიკა“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური ღირებულების, როლის გააზრებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი.
ტრენინგზე მოწვეული მომხსენებლების როლში წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ კონტექსტზე; მონაწილეებმა იმსჯელეს ინსტიტუციური მართვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებსა და მომხსენებლებს შორის აქტიური დისკუსია წარიმართა. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური სტანდარტების ამაღლებას, საუნივერსიტეტო ფასეულობების განმტკიცებასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორული კავშირების გაღრმავებას.
