Blog

ინფორმაცია გარე მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

logo-ssu
News / Post / Uncategorized / სიახლეები

ინფორმაცია გარე მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, 2026 წლის 11 სექტემბრიდან 2026 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
• განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა ადგილზე);
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
• ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
• ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

გაითვალისწინეთ: ბაკალავრიატში 2020 წელს და შემდგომ პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტებს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობისათვის, აუცილებელია რომ ეროვნული გამოცდების დროს ჩაბარებული გქონდეთ ის საგანი რომელიც განსაზღვრული იყო შესაბამის წელს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2026 წლის 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრიდან ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85