Blog

ვიზიტი ბელგიის სამეფოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში!

განცხადებები / სიახლეები

ვიზიტი ბელგიის სამეფოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში!

მიმდინარე წლის 1-2 თებერვალს, პარტნიორი ორგანიზაციის „Tauri Industry“-ის მიწვევით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჟა კელიხაშვილი და ცენტრის თანამშრომელი ბიძინა აბესაძე მივლინებით იმყოფებოდნენ ბელგიის სამეფოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც მოინახულეს პარტნიორი ორგანიზაციის ბაზები. ვიზიტის ფარგლებში მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება და უახლოეს მომავალში დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. უნივერსიტეტი მუდმივად უწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან.