Blog

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

განცხადებები / სიახლეები

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

  1. გამოცხადდეს მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

 

  1. საბუთების მიღება განხორციელდეს 15 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით.

 

  1. დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

 

  1. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა  29 იანვარს.

 

  1. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან და აღნიშნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს  7 თებერვალს.

                  სწავლების პირველი სემესტრი დაიწყოს 19 თებერვალს.