სტუდენთა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციები

სტუდენთა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას, რომელიც მულტიდისციპლინარული ხასიათისაა და ძირითადად საავიაციო-ტექნიკურ მიმართულებას მოიცავს. კონფერენცია აერთიანებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევარებს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის მონაწილეებს უნივერსიტეტი აჯილდოებს სერტიფიკატებით, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს ერთჯერადი სტიპენდიებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ პირველ საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტს "თურქეთის ავიახაზები" გადასცემს უფასო ფრენის ბილეთს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ივნისის მეორე კვირაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ "ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის" ფარგლებში. ღონისძიებას მხარს უჭერენ საქართველოში პოლონეთის საელჩო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, USAID-ი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.