Blog

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა!

განცხადებები

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა!

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2024 წლის  26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტი ბეჭდითა და ხელმოწერით;

საბუთების მიიღება იწარმოებს 10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუს, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 274-61-55,

595–44-34-44;  577-75-05-85 

შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2024 წლის 26 ივლისამდე ან 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით.