Blog

Vortex Fitness-ის სპეციალური შეთავაზება სსუ-ს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის

Blue White Professional Minimal Brand Logo (1)
News / Post / განცხადებები / სიახლეები

Vortex Fitness-ის სპეციალური შეთავაზება სსუ-ს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის

Vortex Fitness თანამედროვე და მრავალფეროვანი ფიტნეს დარბაზების ქსელია თბილისში. ჩვენი ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

უნივერსიტეტის ქ. #2 (არენას შენობა, საბურთალო)

მირიან მეფის ქ. #64

ალექსი გობრონიძის ქ. 7 და  სულ მალე ახალი ფილიალიც იხსნება.

ფილიალები აღჭურვილია Life Fitness-ისა და Hammer Strength-ის მაღალი ხარისხის ტრენაჟორებით. დარბაზებში განთავსებულია კარდიო, ტრენაჟორებისა და თავისუფალი წონების ზონები, ასევე ჯგუფური ვარჯიშების ოთახები.

Fitness დარბაზში ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი სახის ჯგუფური ვარჯიში, მათ შორის: იოგა, პილატესი, კრივი, ზუმბა, ინტენსიური კარდიო, H.I.I.T, აერობიკა, გაწელვები, ბოდი ბალეტი და ქართული ცეკვის კარდიო. ვარჯიშებზე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია Vortex აპლიკაციითა და ვებ პორტალით. დარბაზები ღიაა ყოველდღე, 07:00-დან 01:00-მდე.

სპეციალური ფასდაკლება საქართველოს საავიაციო  უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის — ნებისმიერი პირისთვის, ვისაც აქვს აქტიური საუნივერსიტეტო ელ-ფოსტა.

ულიმიტო აბონემენტის ღირებულება მათთვის შეადგენს მხოლოდ 99 ₾-ს, სტანდარტული 199 ₾-ის ნაცვლად. ამ აბონემენტით შესაძლებელია Vortex Fitness-ის ყველა ფილიალით ულიმიტოდ სარგებლობა და ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეს შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 13 უნივერსიტეტისთვის — მათ შორის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის.