Blog

სსუ-ს საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები სწავლას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარიზში, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის უმაღლეს სკოლაში (IPSA) აგრძელებენ

825292350_4406156096290957_5562355140339763549_n
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

სსუ-ს საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები სწავლას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარიზში, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის უმაღლეს სკოლაში (IPSA) აგრძელებენ

    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები – ანა გელენიძე და ლუკა ტალახაძე – გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას საფრანგეთში, პარიზში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში – საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის უმაღლეს სკოლაში (IPSA) აგრძელებენ.
   სასწავლო მობილობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და სწავლების მეთოდებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლონ საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში.
   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორობებისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ განათლება და გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განივითარონ როგორც პროფესიული, ისე პიროვნული უნარები.
   ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით და ვუსურვებთ ანას და ლუკას წარმატებებს, საინტერესო გამოცდილებასა და ბევრ ახალ შესაძლებლობას საფრანგეთში სწავლის პერიოდში!