Blog

კარუნიას ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი სსუ-ში

IMG_7550
News / Post / Uncategorized / სიახლეები

კარუნიას ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი სსუ-ში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ პარტნიორი უნივერსიტეტის, კარუნიას ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი საქმიანობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო და პრაქტიკული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.