ინფორმაცია ე.წ. მეორადად ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ
სექტემბერი 23, 2026 2026-09-23 12:49ინფორმაცია ე.წ. მეორადად ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ

ინფორმაცია ე.წ. მეორადად ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
სტუდენტები, რომლებმაც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების
საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება(ე.წ. მეორადი ჩარიცხვები)
რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
2. სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
6. ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
7. სურათის ელექტრონული ვერსია.
8. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (მხოლოდ საჰაერო ხომალდების საფრენოსნო
ექსპლუატაციის (პილოტი) პროგრამაზე ჩარიცხულთათვის, მიმართვის მისაღებად გთხოვთ
დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.) ელ.ფოსტაზე:
o.bregadze@ssu.edu.ge
n.gelashvili@ssu.edu.ge
9. სწავლების 1 სემესტრის საფასურის (წლიური საფასურის ნახევარი) გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან შემდეგი
რეკვიზიტების მიხედვით:
შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16
საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს ”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი.
კოდი: MIBGGE 22ა/ა: # GE67PC0133600100056253 GEL (დანიშნულებაში მიუთითეთ
სტუდენტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი);
რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 10 სთ-
დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი N16.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი:
(სპეციალობა: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი) მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 214;
საინჟინრო ფაკულტეტი:
სპეციალობები: საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია; საფრენი აპარატების
დაპროექტება და წარმოება; საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია;
ინფორმაციული სისტემები ავიაციაში; აეროდრომის ექსპლუატაცია და მშენებლობა; საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A); 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი:
სპეციალობები: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები(თბილისი); მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 222;
სწავლის დაწყების თარიღია: 28 სექტემბერი
შეხვედრა ადმინისტრაციასთან: 25 სექტემბერი, 15:00 საათი, პირველი კორპუსი, სართული 5, აუდიტორია 500.
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე:
032 274-61-55; 595 44-34-44 (სასწავლო პროცესების მართვის სამსახური)