Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა აჭარის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო კვირეული გამართა

486313141_18289192522221956_6781248948847027623_n
სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა აჭარის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო კვირეული გამართა

  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ცნობადობის ამაღლების მიზნით, აჭარის რეგიონში საინფორმაციო კვირეული გამართა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგიონის სკოლებში აბიტურიენტებსა და მაღალკლასელებს ხვდებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ავიაციის სფეროსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესახებ. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები სასურველი ფაკულტეტის, პროფესიული პროგრამისა და კურსების შესახებ.