მეორადი ჩარიცხვები დაიწყო
სექტემბერი 14, 2026 2026-09-16 11:35მეორადი ჩარიცხვები დაიწყო
თუ ჯერ კიდევ ვერ ჩააბარეთ თქვენთვის სასურველ საბაკალავრო ან პროფესიულ პროგრამაზე, გეძლევათ უნიკალური შანსი, გახდეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამონაკლისის სახით გამოცხადდა მეორადი ჩარიცხვები.
რეგისტრაციის ვადები:
• 2026 წლის 14 სექტემბერი, 11:00 საათიდან
• 2026 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათამდე
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის უფლება გაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ?
1. ვაკანტური ადგილების მქონე პროგრამების ელექტრონული ბუკლეტი იხილეთ NAEC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
2. 14 სექტემბრიდან შედით სარეგისტრაციო სისტემაში და აირჩიეთ სასურველი უნივერსიტეტის სასურველი პროგრამა.
გამოიყენეთ ეს შანსი და დაიწყეთ სტუდენტური ცხოვრება ჩვენთან ერთად!
გახდი ავიატორი! აირჩიე განსხვავებული, პერსპექტიული და პრესტიჟული პროფესია!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით ან დაგვიკავშირდით:
mail@ssu.edu.ge
032 277 65 71; 032 274 61 55

