საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“
ნოემბერი 11, 2026 2026-11-11 16:35საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“
10 ნოემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი ექსპოზიციით იყო წარმოდგენილი.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილ, მათ შორის, თვითმფრინავების მაკეტებს, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ავიაციური მოდელი, დრონები და ფრენის სიმულატორი.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 3D პრინტერმა, რომლის საშუალებითაც სტუმრებს თვითმფრინავის დეტალების ბეჭდვის პროცესზე დაკვირვება შეეძლოთ, ასევე ფრენის სიმულატორმა, რომლის გამოცდაც დამთვალიერებლებს თავად შეეძლოთ.
გამოფენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ავიაციის, ინჟინერიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და მათი მნიშვნელობა მომავლის პროფესიონალების მომზადებაში.
