Blog

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა

განცხადებები

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2024 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 12 თებერვლისა უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (ადგილზე შეავსებთ);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

 

საბუთების მიიღება იწარმოებს 2024 წლის 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, 10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ.დედოფლის გამზირი16.   I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 595–44-34-44, 577-75-05-85; 322 74-61-55,