Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მეცნიერების რეგიონულ ფესტივალზე

850413774_18357504616221956_6836314854471013120_n
News / Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მეცნიერების რეგიონულ ფესტივალზე

   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
 ფესტივალის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა საკუთარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები წარადგინეს.
 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა დამთვალიერებლებს საავიაციო განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და ახალგაზრდებს ავიაციის სფეროში სწავლისა და განვითარების პერსპექტივები გააცნო.
 მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და ავიაციის მიმართ ინტერესის გაღვივებას.