Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორმა ყაზახეთში საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი ჩაატარა

2
News / Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორმა ყაზახეთში საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი ჩაატარა

13-15 ოქტომბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ალანიამ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „თანამედროვე სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება და იკაოს (ICAO) სტანდარტები“.

ტრენინგი საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური მოწვევით გაიმართა. დავით ალანია მას უსაფრთხოების ექსპერტთა მობილური ჯგუფის წევრის რანგში უძღვებოდა.

სემინარს სხვადასხვა უწყებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა თანამედროვე სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში და ექსპერტული საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას.