Blog

სსუ აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

vacancy
განცხადებები / სიახლეები

სსუ აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის
შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური
თანამდებობების დასაკავებლად:
საინჟინრო ფაკულტეტი
ვიწრო სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
პროფესორი – 1 ვაკანსია
დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია
ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია
ვიწრო სფერო: ფიზიკური მეცნიერებები
დეტალური სფერო: ფიზიკა
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1.1. პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ
6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული
სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
1.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური
ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5
წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
ნაშრომები/პუბლიკაციები;
1.3. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური
პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია
შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით,
სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით
გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების
აუცილებელი კომპეტენცია.
2 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი
აკადემიური თანამდებობის მითითებით;
 CV/რეზიუმე;
 პირადობის მოწმობის ასლი;
 კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
(საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე
საჭირო დოკუმენტაცია);
 სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
 ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
ნასამართლეობის შესახებ;
 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

 სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
 კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
3 დადგინდეს კონკურსის შემდეგი ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 28.04.2025-02.05.2025
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 05.05.2025 – 09.05.2025
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 12.05.2025 – 23.05.2025
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 26.05.2025 – 30.05.2025
მთავარი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან.