Blog

მიღება მოყვარული პილოტის კურსზე (PPL)

I75A0103
News / განცხადებები / სიახლეები

მიღება მოყვარული პილოტის კურსზე (PPL)

📣საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოყვარული პილოტის კურსზე – Private Pilot License (PPL).

🔹თუ ყოველთვის გქონდათ სურვილი თვითმფრინავის მართვის, ცაში ფრენისა და ავიაციის სამყაროს გაცნობის – ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!

🔹კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ავიაციის თეორიულ საფუძვლებს და გაივლიან პრაქტიკულ საფრენოსნო მომზადებას პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე რეალურ საფრენოსნო გამოცდილებას.

📚 სასწავლო პროგრამა

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და მოიცავს:

თეორიული მომზადება

  • 135 საათი სალექციო კურსი

საფრენოსნო პრაქტიკა

  • მინიმუმ 45 საფრენი საათი

👨‍✈️👩‍✈️ კურსზე მიღების ძირითადი მოთხოვნები

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს 18 წლის ან მეტი ასაკის
  • ფლობდეს პირველი ან მეორე კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს
  • ფლობდეს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეს
    (სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, ცოდნის დადასტურება შესაძლებელია უნივერსიტეტში ტესტირების გზით).

📌 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია

კურსზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

📧 o.bregadze@ssu.edu.ge
📞 +995 599 756 956
საკონტაქტო პირი: ოთარი ბრეგაძე