Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

1995
News / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის
შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური
თანამდებობების დასაკავებლად:

საინჟინრო ფაკულტეტი
ვიწრო სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია
პროფესორი -1 ვაკანსია
ვიწრო სფერო: ფიზიკური მეცნიერებები
დეტალური სფერო: ფიზიკა
პროფესორი -1 ვაკანსია
ვიწრო სფერო: განათლება
დეტალური სფერო: განათლების მეცნიერება
ასისტენტი- 1 ვაკანსია

1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1.1. პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ
6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული
სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
1.2. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
1.3. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური
პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია
შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით,
სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით
გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების
აუცილებელი კომპეტენცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები
როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი
N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე
vacancy@ssu.edu.ge
 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი
აკადემიური თანამდებობის მითითებით;
 CV/რეზიუმე;
 პირადობის მოწმობის ასლი;
 კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
(საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე
საჭირო დოკუმენტაცია);
 სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა; ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
 სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
 კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 8 მაისიდან.

I ეტაპი – განაცხადის მიღება: 08.05.2026-15.05.2026
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 18.05.2026 – 22.05.2026
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 25.05.2026 – 01.06.2026
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 02.06.2026 – 12.06.2026

მთავარი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან.