საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
მაისი 1, 2026 2026-05-05 13:53საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
გვსურს კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ 2026 წლის, 4-5 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიმართება ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები.
დღის წესრიგი:
4 ივნისი:
- კონფერენციის გახსნა 10:30 სთ;
- ქართველ და უცხოელ სტუდენტთა მოხსენებები საავიაციო თემატიკაზე.
5 ივნისი:
- ქართველ და უცხოელ ახლაგაზრდა მეცნიერთა მოხსენებები;
- სტუდენტებს შორის გამარჯვებულების დაჯილდოება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენელთა მიერ;
- კონფერენციის დახურვა 16:00 სთ.
გთხოვთ, 2026 წლის 8 მაისამდე მოხსენებათა თეზისები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: t.kimeridze@ssu.edu.ge
და CC-ში t.samkharadze@ssu.edu.ge. თეზისების შედგენა უნდა მოხდეს ჩვენს მიერ გამოგზავნილი ფორმების შესაბამისად ქართულ ან ინგლისურ ენაზე (იხ. დანართი ფაილები).
https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/თეზისის-შედგენის-ინსტრუქცია.docx
https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Thesis-preparation-instruction.docx