Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლიეტუვაში „Erasmus +“-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში International Staff Week – Internationalisation 360°

8
News / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლიეტუვაში „Erasmus +“-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში International Staff Week – Internationalisation 360°

🇬🇪 🇱🇹2026 წლის 20-24 აპრილს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში – ნიკა თიკანაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების – მენეჯერმა ცოტნე იაშვილმა, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა – ვაჟა კელიხაშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა – გიორგი ევგენიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროგრამა „Erasmus +“-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „International Staff Week – Internationalisation 360°“.
🔹ღონისძიებას ესწრებოდა 42 უნივერსიტეტის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რამაც შექმნა ფართო საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
🔹ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ლიეტუვის საავიაციო სასწავლო ცენტრის
„Aeroclass” დირექტორთან, საავიაციო ინსტიტუტის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანებთან, სადაც მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე, ერთობლივი პროექტების განვითარებასა და
თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.