რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის პროფესორები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
მაისი 13, 2026 2026-05-13 14:31რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის პროფესორები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის პროფესორები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 4-8 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტის, რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის პროფესორები. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები ჩაატარეს და საკუთარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.
მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ინსტიტუციას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული.
