Blog

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

712153125_18340598386221956_2613411949116370028_n
News / Uncategorized / სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრნენ, სადაც პატარებისთვის სახალისო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
  ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა თამაშებში, სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და ახლოდან გაეცნენ ავიაციის სამყაროს. მათი ღიმილი, სიხარული და დაუვიწყარი ემოციები ამ დღის ყველაზე ძვირფასი ნაწილი იყო.
  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა ბავშვს ამ განსაკუთრებულ დღეს და უსურვებს ბედნიერ, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.