Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ქალაქ ალმატიში

5
Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ქალაქ ალმატიში

   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატიში იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო ავიაციის აკადემიის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე, ბიზნესის განვითარების მენეჯერი – გიორგი ჩახნაშვილი და რექტორის მოადგილე საფრენოსნო დარგში – გიორგი ინასარიძე.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საავიაციო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობები, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავიაციის სპეციალისტების მომზადების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი ინტერესი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და ორ სპეციალიზებულ საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებას, რაც ხელს უწყობს განათლების ხარისხის ამაღლებასა და თანამედროვე საავიაციო ინდუსტრიის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.