ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
ივნისი 2, 2026 2026-06-02 13:19ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრნენ, სადაც პატარებისთვის სახალისო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა თამაშებში, სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და ახლოდან გაეცნენ ავიაციის სამყაროს. მათი ღიმილი, სიხარული და დაუვიწყარი ემოციები ამ დღის ყველაზე ძვირფასი ნაწილი იყო.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა ბავშვს ამ განსაკუთრებულ დღეს და უსურვებს ბედნიერ, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.
