Blog

ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების სტაჟირება სსუ-ში

729522900_18343719487221956_5050117403588720777_n
News / Post / Uncategorized / სიახლეები

ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების სტაჟირება სსუ-ში

   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა უმასპინძლა თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, რომლებმაც უნივერსიტეტში ერთკვირიანი სტაჟირება წარმატებით გაიარეს.
 სტაჟირების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საავიაციო ინჟინერიისა და ავიაციის სხვადასხვა მიმართულებას, დაათვალიერეს უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიები, სასწავლო ინფრასტრუქტურა და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებში აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით.
 პროგრამის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საავიაციო სფეროს გაცნობა, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და უმაღლესი განათლებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობის წარმოჩენა.
 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.