Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

803586226_2441206739741492_8427019480978217042_n
News / Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ და „ამბასადორი ჯგუფის“ თანამფლობელმა თორნიკე ქებურიამ.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ავიაციის სფეროში განათლების, პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ინდუსტრიის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირების გაღრმავებას.
ცნობისთვის, კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა – საქართველოში პირველი მრავალფუნქციური საავიაციო სოფელი, რომელიც 16 ჰექტარ მიწის ფართობზე აერთიანებს აეროდრომს, ევროპული სტანდარტების საფრენოსნო სკოლას, ავიავილების სარეზიდენციო კომპლექსსა და საავიაციო კლუბს.
საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 30-ზე მეტი საჰაერო ეკიპაჟი ესწრებოდა, რაც პროექტის საერთაშორისო მასშტაბსა და საქართველოს საავიაციო მიმართულებისადმი მზარდ ინტერესს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიის წამყვან პროექტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე საავიაციო განათლების განვითარების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნისა და მომავალი თაობის ავიაციის პროფესიონალების მომზადებისთვის.
უნივერსიტეტი და „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ხელს შეუწყობენ საქართველოში საავიაციო განათლების, ინდუსტრიის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.