საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი Erasmus+ პროგრამით ლიეტუვაში სწავლობს
ოქტომბერი 22, 2026 2026-10-22 11:33საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი Erasmus+ პროგრამით ლიეტუვაში სწავლობს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი Erasmus+ პროგრამით ლიეტუვაში სწავლობს
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, სერგი ხარისჩარიშვილი, საგანმანათლებლო პროგრამის – „საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება“ ფარგლებში მიღებული ცოდნის გაღრმავებას ევროპულ აკადემიურ გარემოში განაგრძობს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სრული დაფინანსებით, სერგი ერთი სემესტრით ლიეტუვაში, ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს.
საერთაშორისო აკადემიური მობილობა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს ევროპულ საგანმანათლებლო გამოცდილებას, გაიღრმაოს ცოდნა საფრენი აპარატების დაპროექტებისა და წარმოების მიმართულებით, განივითაროს პროფესიული უნარები და დაამყაროს საერთაშორისო აკადემიური კავშირები.
მსგავსი შესაძლებლობები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვულოცავთ სერგის ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობას და ვუსურვებთ წარმატებულ სემესტრს, საინტერესო გამოცდილებასა და ახალ პროფესიულ მიღწევებს!