Blog

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

Georgian Aviation university
News / Post / Uncategorized / სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

მათ ვინც 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში მოიპოვეთ საქართველოს
საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის
უფლება, გთხოვთ, მიმდინარე წლის 24 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდეთ

უნივერსიტეტში და წარმოადგენოთ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასწრულწლოვნების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი (კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შემოტანის
შემთხვევაში დამატებით კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და კანონიერი
წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი);
4. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად
დამოწმებული ასლი;
5. ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4;
6. განათლების აღიარების დოკუმენტი იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის
განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
7. 17-დან 27 წლამდე ასაკის ვაჟებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ წვევამდელის
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის
დამადასტურებელი დოკუმენტი;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 274 61 55  ან
მოგვწეროთ  [email protected]