საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ
სექტემბერი 4, 2026 2026-09-04 11:41საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს – ივენ კალსა და ამერიკის საელჩოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამების კოორდინატორს – სოფიკო ბზიშვილს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საქმიანობის სპეციფიკას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო პროცესსა და უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების გეგმებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის აკადემიური და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების პერსპექტივებს.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თელავის აეროპორტი, უნივერსიტეტის საჰაერო ხომალდების პარკი, სადაც სტუდენტები გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს.
შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი მიმართულებების განხილვისთვის.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებას.
