Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევს დრონების მართვის კურსზე

5
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევს დრონების მართვის კურსზე

📣3 ოქტომბრიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გიწვევს დრონების მართვის კურსზე!

📍 მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის N16

👤 ასაკი: 13 წლიდან

 

რას ისწავლი?

✅ ფრენის უსაფრთხოებასა და ეთიკას;

✅ დრონების კლასიფიკაციას და საჭირო კომპონენტების შერჩევას;

✅ დრონების პროექტირებას და აეროდინამიკული სქემების შერჩევას;

✅ დრონების პილოტირებას;

✅ ავტომატური ფრენის რეჟიმებისა და მარშრუტების პროგრამირებას;

✅ ხელოვნური ინტელექტის როლსა და გავლენას თანამედროვე დრონებში.

 

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

✔️ შეისწავლი დრონების ტექნიკურ მახასიათებლებს და შეძლებ მათ პრაქტიკულ მართვას;

✔️ შეძლებ საკუთარი დრონის აწყობას და შესაბამისი კომპონენტების შერჩევას;

✔️ გაიცნობ თანამოაზრეებს და იმუშავებ საინტერესო ტექნოლოგიურ პროექტებზე;

✔️ გახდები თანამედროვე საავიაციო ტექნოლოგიების ნაწილი;

✔️ მიიღებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ოფიციალურ სერტიფიკატს და მოემზადები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალური გამოცდისთვის.

 

📚 36 გაკვეთილი მხოლოდ შაბათ-კვირას

⏱️ ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1+ საათი

💰 კურსის საფასური: 120 ლარი თვეში

 

🎓 კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სერტიფიკატს!

🔥 დარეგისტრირდი ახლავე – ადგილები შეზღუდულია!

 

📞 (032) 274 61 55

📩 mail@ssu.edu.ge