Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ქუთაისში პროფესიული პროგრამების აპლიკანტებს შეხვდა

861383798_18358374847221956_8898484883583428019_n
News / Post / Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ქუთაისში პროფესიული პროგრამების აპლიკანტებს შეხვდა

    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის პირველმა მოადგილემ, დავით ტეფნაძემ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსმა, გაგა კუპატაძემ, ქუთაისის სასწავლო სივრცეში იმ აპლიკანტებთან გამართეს შეხვედრა, რომლებმაც სწავლის გასაგრძელებლად ორი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს: „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები“ და „აეროდრომების ექსპლუატაცია და მშენებლობა“.
🔹 ორივე პროგრამა ქართულენოვანია და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
🔹 პროფესიული პროგრამები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ქუთაისში მიიღონ საავიაციო სფეროსთან დაკავშირებული განათლება, შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.
🔹 პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საავიაციო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას.