Blog

„საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია 2024“!

27
განცხადებები / სიახლეები

„საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია 2024“!

  • მიმდინარე წლის 17-18 ივნისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია 2024“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვადასხვა ევროპული პარტნიორი საავიაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლონეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ლატვიიდან.
  • კონფერენციის მონაწილეები და საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ერთჯერადი სტიპენდიებით. აღსანიშნავია, რომ პირველ საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტს თურქეთის ავიახაზების მიერ გადაეცა უფასო ფრენის ბილეთი ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.
  • საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის ორგანიზება განხორციელდა საქართველოში პოლონეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის!