Blog

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

Graduation,Hat,Over,Businessperson's,Hand,Arranging,Wooden,Blocks
განცხადებები / სიახლეები

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია საავიაციო ინჟინერიაში ან გამოცდა სპეციალობაში)
  2. საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია მენეჯმენტში ან გამოცდა სპეციალობაში)

მსურველებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდები, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი;
ე) ამონაწერი სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
ვ) სურათი 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
თ) ინგლისური ენის  B2  (upper intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი,  შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, 11 საათზე აუდიტორიაში №500.
 მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც არ ფლობენ პროგრამის წინაპირობით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას, სპეციალობის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს 11 საათზე აუდიტორიაში №500.
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს სპეციალობაში და ინგლისურ ენაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლიან არაუგვიანეს 2024 წლის 27 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 2024 წლის 7 ოქტომბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 აგვისტოდან ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 1000-1700 საათამდე.
მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55,  595–44–34–44;