ინფორმაცია პირველკურსელთა საყურადღებოდ!
აგვისტო 27, 2024 2024-08-27 17:17ინფორმაცია პირველკურსელთა საყურადღებოდ!
სტუდენტები, რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
- სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
- სურათის ელექტრონული ვერსია.
- პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (მხოლოდ საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი) პროგრამაზე ჩარიცხულთათვის, მიმართვის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.) t.tepnadze@ssu.edu.ge n.gelashvili@ssu.edu.ge
- სწავლების 1 სემესტრის საფასურის (წლიური საფასურის ნახევარი) გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16 საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს ”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი კოდი: MIBGGE 22ა/ა: # GE67PC0133600100056253 GEL (დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი);
რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 29 აგვისტოდან – 12 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 16.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 216;
საინჟინრო ფაკულტეტი – 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 222;
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 274-61-55; 595-443444
შეხვედრა ადმინისტრაციასთან (ღია კარის დღე) შედგება 13 სექტემბერს 11 საათზე პირველი სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზში (მე-5 სართული. აუდიტორია 500)
სწავლა დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს.