დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
სექტემბერი 2, 2024 2024-09-04 15:32დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:
„საჰერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”
მსურველებმა (როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ელექტრონული ფოტოსურათი (3X4);
დ) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);ე) უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი;
ვ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
ზ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა.
თ) დოქტორანტურის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, 11 საათზე აუდიტორიაში №500.
სწავლა დაიწყება 2024 წლის 7 ოქტომბერს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-17:00 საათამდე.
მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 595–44–34–44;