14 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა
ნოემბერი 23, 2024 2024-11-23 15:1414 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა
ალბანეთის ქალაქ ტირანაში, 11-14 ნოემბერს, ევროპის(და არა მხოლოდ) 14 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოწვევების გამკლავებაზე.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, OSH სამსახურის ხელმძღვანელი – დავით ალანია, ცხრა წელია ექსპერტთა ჯგუფის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ყველა პროექტში. იგი მიწვეული იყო ღონისძიებაზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი და უსაფრთხოების ექსპერტი.
შეხვედრაზე დისკუსიები მიმდინარეობდა მეთოდოლოგიების დახვეწასა და ტექნოლოგიების ეროვნულ დონეზე მზარდი საჭიროებების განვითარებაზე.