Blog

საერთაშორისო საავიაციო ღონისძიება – Aerodays 2025

1
განცხადებები / სიახლეები

საერთაშორისო საავიაციო ღონისძიება – Aerodays 2025

2025 წლის 7-9 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დეკანმა ვაჟა კელიხაშვილმა, ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ლუკა ქურდაძემ და საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრის უფროსმა ოთარი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებაში – Aerodays 2025.

Aerodays 2025 არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი  მასშტაბური და მნიშვნელოვანი კონფერენცია საავიაციო კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. ღონისძიება აერთიანებს მთავარ ინდუსტრიულ და სამეცნიერო ორგანიზაციებს ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან.

Aerodays 2025-ის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ევროკავშირის “მწვანე შეთანხმების” (European Green Deal) მიზნების განხორციელებას ავიაციაში,
  • თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის,
  • ინოვაციური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარებას,
  • სუფთა და მდგრადი ავიაციის გეგმის განხორციელებას (Clean Aviation, Flightpath 2050).