Blog

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

500605089_18295585192221956_5617821978362916895_n
Uncategorized / სიახლეები

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს ქუთაისშია წარმოდგენილი ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ.
 აქ მოსულ სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდათ: ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, როგორიცაა: გასართობი აქტივობები, მოსასვენებელი კუთხე და ჩემოდნების ფოტოზონა. სივრცეში ასევე, განთავსებულია ვირტუალი რეალობის (VR) ზონა.
 ასევე, ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სიმულატორი – თვითმფრინავის კუდის ფორმის ფრენის სიმულაციის ოთახში.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!