16-17 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
ივნისი 18, 2025 2025-06-18 13:0016-17 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

16-17 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
2025 წლის 16-17 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა. კონფერენციის მუშაობაში, აქტიურად ჩაერთნენ სსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები.
17 ივნისს კონფერენციის მონაწილეები და გამარჯვებულები შესაბამისი სერტიფიკატებითა და ერთჯერადი სტიპენდიებით დააჯილდოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ, ვიცე-რექტორმა დავით ტეფნაძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნიკა თიკანაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება, რაც სტუდენტების და სამეცნიერო პერსონალის კვლევითი და პროფესიული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.